LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სასწრაფო დახმარების ბრიგადები ორ წუთში გაიგზავნა” – დეპარტამენტის ოფიციალური განცხადება შატილში გამოძახებაზე

154
BeFunky-collage - 2020-08-25T172350.761

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი, ამირან გოგიტიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიისას სამედიცინო ბრიგადებმა მისვლა დააგვიანეს. მისივე თქმით, ბრიგადები გამოძახებიდან ორ წუთში გაიგზავნა შემთხვევის ადგილზე. დეპარტამენტის უფროსი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„პირველ რიგში, მინდა, მწუხარება გამოვთქვა, მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. მართლაც, მძიმე ტრაგედიაა ქვეყნისთვის მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა.

როგორც ცნობილია, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა დააგვიანეს.

მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, ოპერატიულად მოხდა ცენტრის რეაგირება. გამოძახებიდან 2 წუთში უახლოესი თავისუფალი ბრიგადები გაიგზავნა შემთხვევის ადგილზე. მისვლას, რა თქმა უნდა, დაჭირდა გონივრული დრო. როგორც შატილის გზა, ასევე სხვა გზები, ქვეყანაში არის რთული რელიეფის მქონე. შესაბამისად, აღნიშნულისთვის ცენტრის ავტოპარკი განახლდა მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით.

“სიცოცხლე შენარჩუნებულია, ვიმედოვნებთ ბეწვის ხიდზე წარმატებით გავივლით” – ლევან რატიანის ბრიფინგი 

მსჯელობა იმაზე, რომ – სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები რომ მისულიყვნენ უფრო მალე შემთხვევის ადგილზე, გადარჩებოდა მეტი სიცოცხლე – არის ცალსახად არასწორი ტრავმის განვითარების სიმძიმიდან გამომდინარე. ადგილზე მისულ ეკიპაჟებს დახვდათ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმები, ამიტომ აღნიშნულით ინტერპრეტაცია არის ცალსახად არასწორი.

შატილში ავარიის დროს დაღუპულის ოჯახი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს

აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ საკურორტო სეზონებზე გამოძახების მატებასთან ერთად ხდება დამატებითი ეკიპაჟების განთავსება, როგორც ზაფხულის საკურორტო სეზონებზე, ასევე ზამთრის საკურორტო სეზონებზე.

გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, შესაბამისად, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში,ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სამედიცინო ეკიპაჟების რაოდენობა არის ადექვატური და შეესაბამება გამოძახებების რაოდენობას.

თქვენ იცით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტოპარკი, მაღალი და საშუალო გამავლობის ავტოტრანსპორტით. ასევე მიმდინარეობს მშენებლობები და აშენდა სასწრაფო დახმარების ქვესადგურები. ცალსახად განვმარტავ იმას, რომ ქვეყანაში მოსახლეობისათვის გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდების პრობლემა არ არსებობს”- განმარტავს ამირან გოგიტიძე.

შატილის ტრაგედიის გამო გამონაკლისი დაიშვება: საზღვარგარეთიდან დაბრუნებული დაღუპულთა ნათესავები კარანტინს 24 საათში დატოვებენ