LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასურველია D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა მუდმივად დაინიშნოს ბავშვებშიც და მოზრდილებშიც – თემურ მიქელაძე

2806
temurmiqeladze01013

პედიატრი თემურ მიქელაძე „არტფარმას“ ოფიციალურ გვერდზე D ვიტამინის მნიშვნელობაზე საუბრობს: ძალიან კარგია, რომ D ვიტამინის თემა უკვე ყბადაღებულ თემად იქცა, რადგან ამ ვიტამინს უამრავი ფუნქცია გააჩნია ადამიანის ორგანიზმში. ქოლესტეროლი გახლავთ D ვიტამინის სუბსტრატი და აქედან გამომდინარე, თუ რაიმე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გვექნება ადამიანის ორგანიზმში და ეს კავშირშია D ვიტამინთან, ცხადია ამ ცვლილებამ შესაძლოა, D ვიტამინის დეფიციტამდე მიგვიყვანოს. ბავშვებში ეს გახლავთ რაქიტის პროფილაქტიკა. რაქიტი მოგეხსენებათ ესაა ძვლოვანი პათოლოგია და სწორედ მზის ნაკლებობა, ეკრანდამოკიდებულება, პანდემიები, იწვევს D ვიტამინის დეფიციტს. ჩვენ სწორად უნდა შევაფასოდთ D ვიტამინის როლი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და სასურველია, მუდმივად დავნიშნოთ მისი საპროფილაქტიკო დოზა.

რაც შეეხება D ვიტამინის დეფიციტს საქართველოში, ამ ტიპის ქვეყნებში არ გვაქვს განსაკუთრებული D ვიტამინის დეფიციტი. განსაკუთრებით როცა ბავშვი 15 წუთის მანძილზე გადის გარეთ, 2-დან 4 საათამდე, D ვიტამინის სინთეზი პირველ რიგში კანზე ხდება და თუ ბავშვს ღია აქვს ხელები და სახე, მას დეფიციტი არ უნვითარდება. ჩვენს შემთხვევაშის სასურველი იქნება სწორად მივცეთ ბავშვს საპროფილაქტიკო დოზა. თუ ბავშვი არის ძუძუთი კვებაზე, აუცილებლად უნდა დაინიშნოს D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა 2 ან 3 წლამდე. თუ ბავშვი არის ხელოვნური ფორმულაზე, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიერ მოწოდებულია, რომ თუ ბავშვი დღეში იღებს 1 ლიტრ ხელოვნურ საკვებს, როგორც თხევადი, ისე მყარი ფორმულის სახით, მას D ვიტამინის  საპროფილაქტიკო დოზის დამატება არ სჭირდება.

ზოგიერთი ჩემი პაციენტი 2 თვეში ერთხელ  D ვიტამინის კვლევას, ეს არის ტყულად გადაყრილი ფული. ჯობია დავნიშნოთ საპროფილაქტიკო დოზა, რამდენიმე ათეული ლარის D ვიტამინი ბავშვს ეყოფა მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუ არ გვაქს რაიმე ენდოკრინოლოგიური პათოლოგია.

D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზის დანიშვნა ექიმებს უპრობლემოდ, კვლევის გარეშეც შეგვიძლია, რასაც ვერ ვიტყვით სამკურნალო დოზაზე, რადგან ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს D ჰიპერვიტამინოზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები