ნარკოდანაშაულისთვის სასულიერო პირი დააკავეს. მამა გიორგი მეგრელიშვილი კიდევ ერთ პირთან, ოთარ სანოძესთან ერთად რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ჩხრეკისას მათ ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, საქმე 260-ე მუხლით არის აღძრული.
მამა გიორგის მოსამართლემ 4 000 ლარიანი გირაო, ოთარ სანოძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.