“სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა” – საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
როგორც მიმართვაში წერია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეზღუდვებიდან გამომდინარე, პოლიციამ სასულიერო პირებს სასაფლაოებზე შესვლისა და საფლავების კურთხევის ნება არ მისცა:
“დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პოლიციამ სასულიერო პირებს სასაფლაოებზე შესვლისა და საფლავების კურთხევის ნება არ მისცა.
როგორც ირკვევა, აღნიშნული გაუგებრობა კომუნიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. ამჟამად პრობლემა მოგვარებულია და სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალულია მიმდინარე წლის 2, 3 და 4 მაისს. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
სასაფლაოებთან მისასვლელი გზებისა და რეგულაციების კონტროლს შსს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს