LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროში „პარაგრაფი თბილისი“ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია გაიმართა

118
123

სასტუმროში „პარაგრაფი თბილისი“ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სიტყვით გაიხსნა. მასში მონაწილეობა მიიღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის და პარლამენტის წევრებმა, საჯარო და კერძო სექტორის,  დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება. ბოლო წლებში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად ინკლუზიურია, ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს და მყისიერი შედეგი აქვს ეკონომიკურ წარმატებაზე. ტურიზმი და ავიაცია – ეს ორი სფერო ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, გასული წელი ორივე სექტორში მნიშვნელოვანი წარმატებებით იყო გამორჩეული და ეს არის გეგმაზომიერი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც სახელმწიფო წლიდან წლამდე ახორციელებს. 

დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ეკონომიკის ამ ორი მნიშვნელოვანი ინდუსტრიის საქმიანობის კუთხით არსებული სურათის შესახებ, ასევე ზრდის დინამიკის, ახალი ინიციატივებისა და მიმდინარე და დაგეგმილი, კონკრეტული პროექტების შესახებ.

2023 წლის შემაჯამებელი, ვრცელი პრეზენტაცია და მიმდინარე წლის გეგმები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა წარმოადგინა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში 2023 წელს რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, კერძოდ: ქვეყანამ ტურიზმიდან მიიღო 4.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი, საქართველოს აეროპორტები კი მოემსახურა 6 მილიონ მგზავრს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მთავრობა წელს ამ მაჩვენებლების გაუმჯობესებას გეგმავს, რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგნოზით, 6.8 მილიონიან მგზავრთნაკადსა და ტურიზმიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავლებში აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები