თურქეთი სასტუმროების ბიზნესში საკვების ხარჯის შემცირებას გეგმავს. ამ მიზნით პროექტი „ნარინჯისფერი დროშა“ შემუშავდა, რომლის ფარგლებშიც, თურქული სასტუმროები საკუთარ სტუმრებს მოსთხოვენ, საკვები ბოლომდე მიირთვან.
როგორც ადგილობრივი გამოცემა dailysabah-ი იუწყება, ის, ვინც იმ რაოდენობის საჭმელს აიღებს, რომელსაც ბოლომდე შეჭამს, სასტუმროსგან კომპლიმენტს დაიმსახურებს.
“ნარინჯისფერი დროშის” ინიციატორის ალი აკგუნის ინფორმაციით, ის ანტალიაში დასვენებისას გაოცებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა, რომ სასტუმროს სტუმრები ძალიან ბევრ საჭმელს იღებენ, ბოლო არ ჭამენ და თეფშზე საჭმლის “გორებს” ტოვებენ. სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა იდეა, მოეფიქრებინა პროექტი, რომელიც სასტუმროებს საკვების ხარჯებს შეუმცირებდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროექტს 250 სასტუმრო უკვე შეუერთდა. განთავსების ობიექტებში გამოიკვრება პლაკატები, რომლები სტუმრებს დაარწმუნებენ, რომ თეფშზე საჭმელი აღარ დატოვონ. “ნარინჯისფერი დროშის” ამოცანაა, 7 წლის განმავლობაში საკვების ხარჯი 70%-ით შემცირდეს.
როგორც აღმოჩნდა, თურქეთი ყოველწლიურად 18 მლნ ტონა ხილ–ბოსტნეულს და 5 მლნ პურს ყრის.