LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროები, რომელთა მონახულებაც არავითარ შემთხვევაში არ ღირს

124
crop

მოგზაურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია სასტუმრო და მისი სწორად შერჩევა. სამწუხაროდ, ბევრ ტურისტს გამოუცდია ის გრძნობა როცა ნანატრ შვებულებას ცუდი სერვისი, ჰიგიენის ნაკლებობა ან სხვა დეტალები აფუჭებს. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში არჩევანის გაკეთება უფრო ადვილია, რამეთუ ყველა სასტუმროს აქვს ონლაინ შეფასებები და სანამ რომელიმე საცხოვრებელს დაჯავშნით, მათ აუცილებლად უნდა გაეცნოთ. სწორედ ამ შეფასებებზე დაყრდნობით TripAdvisor-მა იმ სასტუმროების სია შეადგინა, რომელთა მონახულებაც არავითარ შემთხვევაში არ ღირს.

Boulevard Hotel Ocean Drive – მაიამი
რატომ არ უნდა დაჯავშნოთ: ბინძური ნომრები, მოუწესრიგებელი თეთრეული და ანტისანიტარია.

Whiteleaf Hotel – ლონდონი
რატომ არ უნდა დაჯავშნოთ: ტურისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ამ სასტუმროში გაჩერების შემდეგ კანზე წითელი გამონაყარი შეამჩნია, რაც მკბენარებს უკავშირდება.

Balmoral House – ბრისბენი, ავსტრალია
რატომ არ უნდა დაჯავშნოთ: ამ სასტუმროში გაჩერება საშინლად დაბინძურებული აბაზანის გამო არ ღირს. სიტუაცია იმდენად ცუდი იყო, რომ დამსვენებელთა ნაწილმა ჯავშანი ადგილზე მისვლისთანავე გააუქმა.

Quest Inn Motel – სპრინგფილდი, ილინოისის შტატი
რატომ არ უნდა დაჯავშნოთ: „თეთრეულს მარიხუანის კვალი ეტყობოდა, აბაზანაში ურნა კი ნაგვით იყო სავსე“, წერს ერთ-ერთი ვიზიტორი.

Hotel Namaskar – ნიუ-დელი, ინდოეთი
რატომ არ უნდა დაჯავშნოთ: როგორც ტურისტები ამბობენ, სასტუმრომდე მისასვლელი გზა საშინელებაა, ხოლო თავად სასტუმრო იმდენად ცუდ მდგომარეობაშია რომ ლამის იშლება.

Club Aqua Gumbet – ბოდრუმი, თურქეთი
რატომ არ უნდა დაჯავშნოთ: სასტუმრო ბევრ ღირსშესანიშნაობასთანაა ახლოს და ამის გამო მასზე დიდი მოთხოვნაცაა, თუმცა ვიზიტორებს მომსახურე პერსონალთან დაკავშირებით ძალიან ცუდი გამოცდილება აქვთ. უხეში და მოძალადე თანამშრომლების გამო ამ ლოკაციაზე გაჩერებას არავის ურჩევენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები