LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო-რესტორნებში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, კადრების 30% კი ქვეყნიდან წავიდა: ალავერდაშვილი

174
1

“პერსონალის საკმაოდ დიდი პრობლემა გვაქვს, კვალიფიციური კადრების 30% საზღვარგარეთ გავიდა და ქვეყანა დატოვა”, – ამის შესახებ “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც სარესტორნო ბიზნესს კოვიდპანდემიამ შეუქმნა:

“პერსონალის საკმაოდ დიდი პრობლემა გვაქვს. რადგან ძალიან დიდმა რაოდენობამ, თითქმის 100 ათას ადამიანზე მეტმა, დაკარგა სამსახური კორონავირუსის დაწყების პერიოდში. კვალიფიციური პერსონალის 30% საზღვარგარეთ გავიდა და დატოვეს ქვეყანა.

დანარჩენი, საკმაოდ დიდი რაოდენობა, გადავიდა სხვა სექტორში და ამ ეტაპისთვის სხვა სექტორში უფრო დაცულად გრძნობენ თავს.

შეიძლება ხელფასიც იმაზე დაბალი ჰქონდეთ, ვიდრე ჩვენს სექტორში აიღებდნენ, თუმცა იქ უფრო დაცულად გრძნობენ თავს და სტაბილურობა მეტი აქვთ, რადგან თუ პანდემია დაიწყება, იქ სამსახურს არ დაკარგავენ.

ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ, პანდემიის დასრულებასთან ერთად, ჩვენთან პერსონალი ისევ დაბრუნდება”, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, 2021 წლის ივნისში ტურისტების იმდენი რაოდენობა შემოვიდა, 20%-იანი პერსონალით მოუწიათ გამკლავება.

როგორც შალვა ალავერდაშვილმა აღნიშნა, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმი საქართველოში 79%-ით შემცირებულია, თუმცა როგორც კი პანდემია დასრულდება, ტურიზმის ბუმი დაიწყება.

ამირანაშვილის თქმითვე, სასტუმროები უკვე კოვიდსასტუმროებად კეთდება და ყველა დატვირთულია; ძალიან ბევრი რესტორანი კი “მწვანე პასპორტებს” არ ეთანხმება.

მისი თქმით, ამან უკუშედეგი გამოიწვია და მწვანე პასპორტის არსებობას ამ ეტაპზე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები