კოლუმბიაში მდებარე სიყვარულის სასტუმროთი ცნობილი მედიასაშუალებები დაინტერესდნენ. მოტელი „Kiss me” ქვეყნის დასავლეთში, ქალაქ კალიში მდებარეობს და ინტიმური პაემნებისთვის საუკეთესო ადგილადაა აღიარებული.
დაწესებულება მთლიანობაში 180 ნომერს მოიცავს და თითოეულ მათგანს განსხვავებული თემატიკის გაფორმება აქვს. მათ შორისაა – ძველი ეგვიპტე, ნაცისტური გერმანია, ლონდონი, ნიუ-იორკი, ყინულის მღვიმე, კოსმოსი და ა.შ. სასტუმროს სტუმრებს ასევე ჯაკუზისა და მასაჟის სალონის გამოყენებაც შეუძლიათ.
რაც შეეხება ნომრის ღირებულებას, მისი 4 საათით დაქირავება 30 დოლარი ღირს, ხოლო თუკი წყვილს მეტი დრო სჭირდება მაშინ ფასი 100 დოლარამდე გაიზრდება.