LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო “ჰოლიდეი ინნთან“ ლევან კობიაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

92

სასტუმრო “ჰოლიდეი ინნთან” ლევან კობიაშვილის მხარდამჭერი და რეზი არველაძის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება , აქციის მონაწილეები, არჩევნებზე კობიაშვილის მხარდასაჭერად რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ. მათ აქვთ პლაკატები – “კობი, დავიბრუნოთ ფეხბურთი”, “კობი პრეზიდენტად”, “ეს ჩვენი ბროძლაა”, “გულშემატკივრები ვირჩევთ კობის” “არა არველაძეს”.
აქციის მონაწილეებს მეგაფონით მიმართა “საქართველოს სპორტის საზოგადოების” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცობეხიამ.

“უნდა დამთავრდეს მახინჯი კლანური მმართველობა, ქართულ ფეხბურთს არველაძის გარეშე გაუმარჯოს. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, არ დავიშლოთ, სანამ ფეხბურთის გულშემატკივრების მიზნები არ იქნება მიღწეული. დელეგატების წარდგენა მოხდა წესების დარღვევით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს კლანური მმართველობა ქართულ ფეხბურთში”, – განაცხადა გიორგი ცობეხიამ.

ცობეხია გამოეხმაურა რეზი არველაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუკი ყრილობის ერთ-ერთ დელეგატს, გეგა გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ, ის არჩევნებში მონაწილეებს არ მიიღებს, ცობეხიას განმარტებით, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, რადგან არველაძეს გობეჯიშვილის ხმა დააკლდება.

აქციის მონაწილეებისგან ისმის შეძახილები – “ქართული ფეხბურთი არველაძეების გარეშე” და “გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს კობიაშვილთან ერთად”.

ამ დროისთვის მიმდინარე აქციაზე რაიმე ინციდენტს ადგილი არ ქონია. სასტუმრო “ჰოლიდეი ინნთან” მობილიზებულია პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები