კოსტავას ქუჩაზე სასტუმროს სხვენს ხანძარი გაუჩნდა. ამის შესახებ “ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
„ხანძარი სასტუმრო „გუცას“ სხვენს გაუჩნდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. დაშავებულები არ არიან, დამწვარია 250 კვ.მ ფართი. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოწვია ხანძრის გაჩენა“, – განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა “ფორტუნასთან” საუბარში.
ადგილზე მუშაობს 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.