LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ისევ არავინ იყიდა

293
5b1d1dc41d41c85a45328492

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ვერც მე-3 აუქციონზე გაიყიდა. „საპარტნიორო ფონდმა“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონი მესამედ გასულ თვეში გამოაცხადა. სასტუმროს გასაყიდი ფასი იმაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე პირველი და მეორე აქციონების შემთხვევაში. ამჯერად, სასტუმროს საწყისი ღირებულება 24 041 861 აშშ დოლარს შეადგენდა, მაშინ, როცა თავდაპირველ აუქციონზე (2019 წლის ნოემბერი) საწყისი ღირებულება- 37 565 408 აშშ დოლარი იყო.

შეგახსენებთ, „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია. ფონდმა ყაზახი პარტნიორებისგან სასტუმროს 50%-იანი წილი გამოისყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები