სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა. ექთანი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც “ფორტუნას” ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტი საავადმყოფოში რეგიონიდან კვირას გადმოიყვანეს და ის უკვე ვაქცინირებული იყო. მათივე ინფორმაციით, ამჟამად ექთანი თავს სტაბილურად გრძნობს.
“პაციენტი კლინიკაში კვირას შემოიყვანეს, ჩაუტარდა ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები, ყველაფერი ნორმაში და წესრიგში აქვს. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას აღენიშნება საერთო სისუსტე, რაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელია. შემოყვანის პერიოდიდან, უკვე სიცხეც აღარ აქვს და თავს გრძნობს სტაბილურად,” – გვითხრეს ინფექციურ საავადმყოფოში.