LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასიხარულოა, რეგისტრაცია ძალიან აქტიურად დაიწყო – “სინოფარმის” ვაქცინაზე უკვე 6 700-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა: იმნაძე

157
Untitled design

“ძალიან აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია, “სინოფარმით” ვაქცინაციისთვის რეგისტაცია უკვე 6 700-ზე მეტმა თანამოქალაქემ გაიარა,” – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან სასიხარულოა, რადგან საზოგადოება ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროცესი.

“სინოფარმით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება

პაატა იმნაძის განცხადებით, განსაკუთრებული აქტიურობით თბილისი გამოირჩევა, სადაც უკვე დარეგისტრირდა ვაქცინის მსურველი 4 500-მდე ადამიანი:

“მოგეხსენებათ, რომ გუშინ საღამოს 20:00 საათიდან ჩაირთო რეგისტრაცია ახალ ვაქცინაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იქნება გამოყენებული, ეს არის სინოფრამის ვაქცინა. დღეს დილის მონაცემებით, 15 რიცხვამდე, რეგისტრაცია უკვე გაიარა ჩვენმა 6 700-ზე მეტმა თანამოქალაქემ, ჯერჯერობით პორტალი გახსნილია 15 მაისამდე, ასე რომ ძალიან აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია ამ ვაქცინაზე, რაც ძალიან სასიხარულოა, იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე ვაქცინაცია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს.

განსაკუთრებით აქტიურია ისევ და ისევ თბილისი, სადაც უკვე 4 500-მდე ადამიანია დარეგისტრირებული. რა თქმა უნდა, რეგისტრაცია გაფართოვდება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია წარმატებით ჩატარდება.” – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოფარმის” 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. 

ვაქცინაზე რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყო, თავად ვაქცინაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები