LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასიძომ ქორწილის ფული წააგო და საიუველირო მაღაზიის გაძარცვა გადაწყვიტა

112
2012-6

ტაილანდის მკვიდრმა, რომელმაც მთელი ფული წააგო, საიუველირო მაღაზია გაძარცვა რათა ქორწილი გადაეხადა. გამოცემა The Thaiger-ის ინფორმაციით, სასოწარკვეთილი სასიძო პოლიციამ მალევე დააკავა.

31 წლის მამაკაცმა სახელად ვორაჩონ, ოქროული 13 დეკემბერს მოიპარა. ის მაღაზიაში შევიდა და გამყიდველს 160 გრამის წონის სამკაულის ჩვენება სთხოვა. თან ისიც დააზუსტა, რომ საცოლისთვის ეძებდა საჩუქარს. კონსულტანტმა საჭირო სამკაული ვერ იპოვა და მამაკაცს სხვა ალტერნატივა შესთავაზა. ვორაჩონმა სამკაულების თვალიერება დაიწყო, ბევრი კითხვაც დასვა და სანამ პასუხებს მიიღებდა, დაავლო ოქროს ხელი და გაიქცა.

ქუჩაში გასვლის შემდეგ ის თავისი ავტომობილით მიიმალა. თუმცა, დაუსჯელად ტაილანდელს დიდ ხანს არ უვლია, პოლიციამ ის მალევე იპოვა და დააკავა. მანქანის სალონში კი მოპარული ოქროც იპოვეს.

მოგვიანებით მამაკაცმა აღიარა, რომ ქურდობა სიყვარულის გამო ჩაიდინა. ქორწილისთვის განკუთვნილი ფული აზარტულ თამაშებში წააგო და შექმნილი სიტუაციიდან სხვა გამოსავალი უბრალოდ ვერ იპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები