LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 938,3 ლარს გაუტოლდა

99

2016 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 938,3 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 41,5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 716,3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 36,5 ლარით).

საქსტატის მონაცემებით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:  მსხვილი ბიზნესი – 1129.5 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1085.9 ლარი,  მცირე ბიზნესი – 697.7 ლარი.

2016 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 45,7% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა – 11,3%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა – 10,7%-იანი წილით და ხელოვნება, გართობა და დასვენება 8,6%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყოება 6.5%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3.9%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,3% კი სხვა დარგებზე ნაწილდება:

2016 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი მშენებლობის დარგზე ნაწილდება (21,6%). მეორე და მესამე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (20,6%) და ვაჭრობა (16,5%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და დასაწყობება – 9,1%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 32,2 პროცენტიანი წილი უჭირავს

2016 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,5%, 13,5% და 11,3% – იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში ასევე მნიშვნელოვანი წილი უკავია ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (9,8%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (7,9%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზე (5,6%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები