LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში თითქმის 181 ლარით გაიზარდა და 1 597 ლარს გაუტოლდა – საქსტატი

69
234099218

2021 წლის მე-4 კვარტალში საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 1 597.8 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია 180.9 ლარით. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1 242.6 ლარი, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 172.5 ლარით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციითვე, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 666.9 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 883.3 ლარი ; მცირე ბიზნესი – 1 328.1 ლარი.

2021 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი- 36.2 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.3 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.9 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.9 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.6 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3.4 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 7.8 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2021 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (24.4 პროცენტი) და ვაჭრობა (18.8 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (17.3 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 8.9 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 30.5 პროცენტიანი წილი უჭირავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები