„ლივერპულისთვის“ უცხო არ არის სხვებისთვის სიურპრიზების მოწყობა. ეს გუნდი ხშირად დადის მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებთან, ცალკე აღებულმა მოჰამედ სალაჰმა და ერთხელ მაგარი სიურპრიზი მოუწყო ნორჩ კომენტატორებს. ახლა კი ეგვიპტელი ვარსკვლავი თანაგუნდელებთან – ენდი რობერტსონთან და ჯერდან შაჩირისთან – ერთად ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებს მოულოდნელად ესტუმრა და ერთად შესანიშნავი საჩუქარი მოუწყვეს.
პრემიერლიგის ლიდერი გუნდის ფეხბურთელები საიდუმლო ოთახში იმალებოდნენ, შემდეგ კი ბავშვების სხვადასხვა ხერხით გაოცებას ცდილობდნენ.
ნახეთ ვიდეო.