Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„საშობაო ღვეზელი“ – კულინარი ანი კვირიკაშვილი შობის მთავარი კერძის მომზადების რეცეპტს გვიზიარებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საშობაო ღვეზელი“ – კულინარი ანი კვირიკაშვილი შობის მთავარი კერძის მომზადების რეცეპტს გვიზიარებს

939
page
რადიო „ფორტუნას“ დილის სტუმარია, შეფ-მზარეული, კულინარიული ამბების წამყვანი, ანი კვირიკაშვილი, რომელმაც პოპულარული საშობაო ღვეზელის მომზადების რეცეპტი გაგვიზიარა.

გადაცემის ჩანაწერი:

როგორია შენი საახალწლო განწყობა?

წელს განსაკუთრებული განწყობა გვაქვს ოჯახში. მესამე წევრი შემოგვემატა და ეს საუკეთესო ახალი წელია. გაათმაგებული ძალებით ვართ სამზადისში ჩართულები. გიო ჯერ 5 თვისაა, აღქმა უჭირს, თუმცა, მას უკვე ნაძვის ხეც დავუდგით.

გაგვიმხილე საშობაო ღვეზელის რეცეპტი,

ალბათ წარმოუდგენელია შობა, საშობაო ღვეზელის გარეშე, ვისაც უყვარს ცომთან ურთიერთობა, ყველაფერი მარტივად გამოუვა.

ამისთვის დაგვჭირდება:

1 კგ. ფქვილი, 50 გრ. სამუშაოდ. წყალი 600 მლ. საფუარი 8,10 გრ. ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი და ამდენივე მარილი. ასევე, ზეითუნის ზეთი, დაახლოებით 50 მლ. მე პირადად ზეითუნის ზეთს ნაწილს ცომში ვიყენებ, ნაწილს კი მოზელის დროს. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ ცომი იყოს ელასტიკური და ნაზი. ცომის მოზელის შემდეგ ის დაახლოებით 40 წუთი, ერთი საათი უნდა დავტოვოთ. თუმცა, ასევე გეტყვით, რომ ეს ისეთი ცომია, რომ მაცივარში შენახვის შემთხვევაში მისი მოგვიანებით გამოყენებაც შესაძლებელია.

რაც შეეხება გულსართს, მისთვის ორი ინგრედიენტი გვჭირდება, ეს არის 600 გრ. იმერული ჭყინტი ყველი და 5,6 ცალი მოხარშული კვერცხი.

შემდეგ, მოზელილ ცომს სამუშაო დაფაზე გავაბრტყელებთ და მასში მოვათავსებთ ყველსა და შუაში გაჭრილ კვერცხებს და შევკრათ. იმისათვის, რომ ჩვენი ღვეზელი პრიალა და ლამაზი გამოვიდეს, გადავუსვათ კვერცხიანი არაჟანი. 180 გრადუსზე, 25 წუთი გამოვაცხოთ. ჩვენი საშობაო ღვეზელიც მზადაა.

სომხური ტოლმა საახალწლო სუფრაზე – ექსკლუზიური რეცეპტი ,,პუტკუნების” შეფ-მზარეულისგან

საცივის მომზადების ოქროს წესი –  ექსკლუზიური რეცეპტი ცნობილი კულინარისგან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები