LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტთან საჩუქრები გადასცეს

aliloo

შობის დღესასწაულთან დაკავშირებული ალილოს მსვლელობა გრძელდება. ალილოს მონაწილეებს, რომლებიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დახვდნენ.

მათ მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

საშობაო ალილოს მონაწილეები ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლესთანაც მივიდნენ, სადაც მათ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის შეხვდა.

პრეზიდენტმა მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცა და ნობათიც გადასცა.

ალილოს მონაწილეები ახლა პუშკინის ქუჩას, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრის მოედანს, მესხიშვილის, გონაშვილისა და სამრეკლოს ქუჩებს გაივლიან, მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდება, სადაც თავს მოიყრის მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული ნობათი, რომელიც მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გაიგზავნება.

თბილისის გარდა, ალილო საქართველოს რეგიონებშიც ეწყობა.

ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები