LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

C17F63B8-63CB-4EEE-92B2-362AAD9689C7_cx0_cy7_cw0_w1023_r1_s

7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავრცელებს.

11:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან კი რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ და მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები