LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშობაო ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო

152

ვარდების მოედანზე საშობაო ალილოს მონაწილეები შეიკრიბნენ. ტრადიციული საშობაო მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან სასულიერო პირები, მრევლი და სტიქაროსნები. ასევე მწყემსები, “მოგვები”. ურმები დატვირთულია ნობათით. ვარდების მოედანზეა დეკორატიული სპილოები, აქლემები, ჟირაფები, კუ. საკმეველს აკმევენ, ისმის გალობის ხმა.

მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს, ელენე ახვლედიანის აღმართით კი პრეზიდენტის სასახლესთან მივლენ. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდებიან, შემდეგ თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან, სადაც მათ დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ტკბილეულით დახვდებათ. მონაწილეთა ჯგუფი “კონკადან” საპატრიარქოში შევა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს. შემდეგ მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეულს პრეზიდენტი გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს.

ხარ-კამეჩით, ურმებით მოხდება შემოწირულობის შეგროვება. გზადაგზა მოსახლეობა ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.

ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიტანილი შემოწირულობები შემდეგ ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია ისევ აღდგა.

12510677_10205466079827610_1078222310_o

12499472_10205466097308047_2017942488_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები