LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშიში რბოლა Indycar-ის ავტომობილით (ვიდეო)

83

Rahal Letterman Lanigan Racing-ის სპორტული ჯგუფი, რომელიც ახალი ლამაზმანით – Indycar წარსდგა საზოგადოების წინაშე, აქვეყნებს ჩანაწერს, სადაც ნაჩვენებია პილოტის – გრემ რეიხალის საშიში რბოლა სებრინგის ტრასაზე. ვიდეოში წარმოდგენილი კადრები საკმაოდ საშიში რბოლას ასახავს და ჩაწერილია პილოტის ჩაფხუტზე დამაგრებული კამერიდან.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული შეჯიბრის, Indycar-ის სერიის რბოლის გამარჯვებული გასულ წელს ფრანგული კოლექტივის Team Penske-ის პილოტი – სიმონ პაჟნო გახდა. მეორე ადგილზე კი გრემ რეიხალი გავიდა. Indycar-ის მომავალი სეზონი ფლორიდას შტატში 2017 წლის 12 მარტს იღებს სტარტს. ჩემპიონატი 17 რბოლას აერთიანებს.

გთავაზობთ მეორე ადგილზე გასული გრემ რეიხალის რბოლის ამსახველ ვიდეოს:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები