სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 3 აპრილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღესვე სასტუმროს მესაკუთრის ბუბა ქებურიას ვაჟმა, ბიზნესმენმა თოშა ქებურიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც წერს, რომ დაზიანებული შენობის რეაბილიტაცია დაწყებულია და „ამბასადორი“ სტუმრების მიღების უახლოეს მომავალში შეძლებს.
„2023 წლის 31 მარტი იყო დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. საშინელი გრძნობაა, როდესაც ხედავ, როგორ შლის ცეცხლი იმას, რასაც ადამიანები წლების განმავლობაში აშენებდნენ და ვერაფერს აკეთებ, გარდა ყურებისა.
როგორც ყველამ გაიგეთ, ამბასადორი თბილისში განზრახ გააჩინეს ხანძარი, რომელმაც „ძველი შენობა“ დააზიანა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
„არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი“ – რა თქვა „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენაში ბრალდებულმა პროცესზე
ანზორ ლომიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მინდა მადლობა გადავუხადო ამბასადორის გუნდს, რომ ასეთ კრიტიკულ მომენტში ხალხის სწრაფი ევაკუაცია შეძლეს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყველაფერი გააკეთა ხანძრის ჩასაქრობად.
ჩვენ უკვე ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ძალიან მალე, ამბასადორი ისევ გიმასპინძლებთ განახლებულ „ძველ შენობაში“, – წერს თოშა ქებურია.
შეგახსენებთ, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი 31 მარტს გაჩნდა.
ამავე თემაზე:
შსს სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სასტუმრო „ამბასადორი“: შენობაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია