LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშინელი ავარია Formula 3-ზე (ვიდეო)

42

გასულ უქმეებზე ავსტრიაში Formula 3-ის მოირიგი ეტაპი გაიმართა, თუმცა Red Bull Ring-ის სარბოლო გზაზე მომხდარმა საშინელმა ავარიამ, შეჯიბრი დროზე ადრე დასრულდა.

ავარიის მონაწილე ერთდროულად სამი მრბოლელი რაიან ტვიტერი, პიტერ ლი და პედრო პიკე გახდა. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ რაიან ტვიტერს, რომელსაც რბოლიდი მოუცურდა, თუმცა გზაზე დაბრუნება შეძლო,  დიდი სისწრაფით ეჯახება თანაგუნდელი პიტერ ლი, ხოლო შემდეგ პედრო პიკეს რბოლიდიც.

საზარელი ავარიის მონაწილეები შეჯიბრიდან პირდაპირ ჰოსპიტალში აღმოჩნდნენ. რაიან ტვიტერი ჰოსპიტალიდან თავის მცირედი დაზიანებით რამდენიმე საათში გამოწერეს. რაც შეეხება პიტერსა და პედროს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ…

 

https://www.youtube.com/watch?v=z7k8fvG_Yfs

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები