LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშეღავათო პროგრამები ძალაში რჩება – კალაძე განმარტავს, ვინ შეძლებს მუნიციპალურ ტრანსპორტში მხოლოდ 20 თეთრად იმგზავროს

723
BeFunky-collage (2)

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის სამგზავრო საშეღავათო პროგრამები კვლავ ძალაში რჩება.

როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს.

თბილისის მერის განმარტებით, ულიმიტო გადახდის სისტემა, თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებასა და ტრანსპორტის მართვის პოლიტიკის ოპტიმიზაციას უწყობს ხელს.

უფასო მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ:

◼  თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები;

◼  მოსწავლეები;

◼   უბნის ინსპექტორები და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

◼  თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები;

◼  თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები და სხვა.

როგორც კალაძემ განმარტა, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მგზავრობის უფლებით კვლავ ისარგებლებენ სტუდენტები, პენსიონერები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები:

◼  შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები;

◼  საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები;

◼  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები;

◼  პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები;

◼  თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები და სხვა”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (10 თეთრით) მგზავრობის უფლებით ასევე, ისარგებლებენ “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“”რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.

1 თებერვლიდან ულიმიტო მგზავრობის სისტემა ამოქმედდება – ერთწლიანი აბონემენტი 250 ლარი ეღირება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები