LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშა ობამა მამის გამოსამშვიდებელ გამოსვლას სკოლის გამო ვერ დაესწრო

97

როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართავდა, დარბაზში დედასთან ერთად პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი მალია იმყოფებოდა, საშა კი ღონისძიებაზე არ გამოჩენილა. ყველას აინტერესებდა, სად იყო ობამების უმცროსი ქალიშვილი მაშინ, როდესაც ბარაკ ობამა საშას და მალიას მიმართავდა :

„მალია და საშა, ყველაზე უცნაური გარემოებების მიუხედავად, თქვენ იქეცით ორ არაჩვეულებრივ ახალგაზრდა ქალად,ლამაზები ხართ და ჭკვიანები, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ გიყვართ ფიქრი. ყველაზე მეტად, რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია, ვამაყობ იმით, რომ თქვენი მამა ვარ“.

დღესვე CBS News-ის თეთრი სახლის კორესპონდენტმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ საშამ ჩიკაგოში გამგზავრება სკოლის გამო ვერ მოახერხა, მას დღეს გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი.