LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლო ტკბილეული, რომელიც ჭარბი წონისგან დაგიცავთ

4445

ბევრისთვის ტკბილეული საყვარელი ნუგბარი და მთელი დღით პოზიტიური განწყობის შექმნის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, ტკბილი საკვები ყოველთვის სასარგებლო არაა და ფიგურაასც სერიოზულ ზიანს აყენებს. თუ ტკბილეულის მირთმევა წონისთვის ზიანის მიყენების გარეშე გსურთ, ყურადღება სასარგებლო პროდუქტს მიაქციეთ, რომელიც გემრიელიცაა და თქვენს ფიგურასაც გაუფრთხილდება. თუმცა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ რაც არ უნდა სასარგებლო იყოს ტკბილეული, მისი მირთმევა მაინც ზომიერადაა საჭირო, რადგან გადაჭარბებული მოხმარება კილოგრამების მატებასთან ერთად ცელულიტის და კანქვეშა ცხიმის დაგროვების მიზეზიც ხდება.

ათი ყველაზე სასარგებლო ტკბილეული ჯანმრთელობისა და წონის შესანარჩუნებლად:

* ზეფირი

მართალია, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ტკბილეული ძვლისა და კუნთის ქსოვილისთვის აუცილებელი კალცითაც მდიდარია, მაგრამ მისი მირთმევა მაინც ზომიერადაა რეკომენდირებული.

* ხილი და კენკრა

ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი ხილი და კენკრა, ანტიოქსიდანტსაც შეიცავს, რომელიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გვეხმარება. გარდა ამისა, ხილი და კენკრა – უჯრედისია, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლო მათთვისაა, ვისაც წონის დაკლება სურს.

* შავი შოკოლადი

სასარგებლო შავი შოკოლადის ზომიერად მირთმევით მედიკამენტების გარეშე დაიცავთ სისხლძარღვებსა და კაპილარებს. გარდა ამისა, სწრაფად გაიუმჯობესებთ გუნებას და დიდი ხნით შეინარჩუნებთ ხალისიან განწყობას. შავი შოკოლადი ყევლაზე მცირე რაოდენობით შეიცავს მავნე შაქარსა და კალორიებს, ამიტომ რამდენიმე ნატეხი დღეში ნამდვილად არ ავნებს თქვენს ფიგურას.

* მურაბა

მურაბა მხოლოდ მაშინაა სასარგებლო თუ მას რამდენიმე წუთით ადრე ან ცივად მოამზადებთ.

* პასტილა

პასტილა ბევრად სასარგებლოა, ვიდრე ნებისმიერი წამალი, რადგან ის მარილისა და მძიმე მეტალებისგან ასუფთავებს ორგანიზმს, რომელიც ჰაერთან და საკვებ პროდუქტთან ერთად ვიგროვებთ ორგანიზმში.

* ხალვა

ხალვა უძველესი დროიდან ითვლება კანის გაახალგაზრდავების საუკეთესო საშუალებად, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობასაც აუმჯობესებს. ხალვას, რომელსაც ხშირად იყენებენ კოსმეტოლოგიაში, არბილებს და იცავს კანს ნაოჭებისგან, ასე რომ მისი არა მხოლოდ მირთმევაა სასარგებლო, არამედ სახლის პირობებში კოსმეტიკური ნიღბის მომზადებისთვისაც.

* თაფლი

თაფლი შაქარზე ტკბილიცაა და ორგანიზმისთვის ბევრად სასარგებლოც. მისი უპირატესობა – მცირე რაოდენობით მირთმევასა და დიდი რაოდენობით სარგებლის მიღებაშია.

* ლერწმის შაქარი

ჩვეულებრივი შაქრისგან განსხვავებით ლერწმის შაქარი არასდროს მუშავდება საწარმოო წესით, ამიტომ სრულიად ინარჩუნებს სასარგებლო მიკროელემენტებს და დიეტოლოგებიც სწორედ მის მოხმარებას გვირჩევენ შაქრის ნაცვლად.

* ცუკატი

უამრავი ვიტამინის შემცველი ცუკატი აუმჯობესებს მეხსიერებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ცუკატი ნაკლებად შეიცავს კალორიებს და ამიტომ, მისი მირთმევა დიეტის დროსაც მშვიდად შეიძლება.

* მარმელადი

მარმელადი პექტინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმს ქოლესტერინისა და ტოქსინებისგან წმინდს. მიირთვით მარმელადი მცირე ნაჭრებად და ჯანმრთელობასთან ერთად კარგ განწყობასაც შეინარჩუნებთ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები