LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლო რჩევები: რა უნდა ვიცოდეთ, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

177
#49 სტატია-ფორტუნა

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.

როგორ დავიცვათ სხეული გადახურებისგან; როგორ ვიზრუნოთ კანზე, რათა არ გამოგვიშრეს; როგორ დავარეგულიროთ სახლში სასურველი ტენიანობა – ამ და სხვა რჩევებს ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ექსპერტ-კონსულტანტები დიდი სიამოვნებით გაგიზიარებენ.

გადახურებისგან დაცვა

ცხადია, გამათბობლის პირველი დანიშნულება ისაა, რომ გაგვათბოს, მაგრამ არც ზედმეტი ტემპერატურა ვარგა სახლში. ზედმეტი სიცხე მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე კი არ აისახება უარყოფითად, არამედ იგი შფოთიანობის გამომწვევიც კი შეიძლება გახდეს, რაც უკვე მენტალურ ჯანმრთელობას უკავშირდება. ამბობენ, რომ სახლში იდეალური ტემპერატურა 22-23 გრადუსია ცელსიუსით, რაც შეეხება საძინებელს, სასურველია ძილის წინ ოთახი კარგად გავანიავოთ და ტემპერატურა 18 გრადუსს არ აღემატებოდეს.

კანის გამოშრობა                                    

ზოგიერთი გამათბობელი კანს განსაკუთრებით აშრობს ან პირიქით, ზედმეტად ატენიანებს. იცოდით, რომ მოვლილი და გაკრიალებული კანისათვის კარგად განიავებული ბინა და ზომიერი ტემპერატურა, ასევე სახლში ტენის კონტროლია უმნიშვნელოვანესი?

დატენიანება

ტექნიკის მაღაზიები უამრავ დამატენიანებელ აპარატს გვთავაზობენ სხვადასხვა რეჟიმებით, რათა სახლში მუდმივად ვაკონტროლოთ ტენისა და ტემპერატურის იდეალური ბალანსი. თუმცა ზოგიერთი ცენტრალური გათბობის ქვაბი ტენიანობას თავად არეგულირებს ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით. დატენიანების შესახებ კიდევ ერთი რჩევაა აუცილებლად გასათვალისწინებელი: არ ღირს სარეცხის სახლში, გამათბობლებთან გაშრობა. აორთქლებული წყლისა და სარეცხი საშუალებების ნაწილაკები ჰაერში რჩება, რაც დატენიანებას კი არა, პირიქით, ჰაერის დაბინძურებას იწვევს.

საბოლოო ჯამში, ტექნიკის სპეციალისტები ყველა ზემოთ ხსენებული რჩევის გათვალისწინებით, წლევანდელი ზამთრის ჰიტების, Warmhaus-ისა და Beretta-ს ცენტრალური გათბობის ქვაბებს გვირჩევენ. დატენიანების, გათბობისა და, რაც მთავარია, უსაფრთხოების კრიტერიუმების მიხედვით, ორივე გამათბობელი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

ორივე ბრენდის შეძენას 24/7-ზე შეძლებთ ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ვებგვერდზე. გაითვალისწინეთ, რომ სახლში მიტანა უფასოა თბილისის, რუსთავის, ზუგდიდის,  ქუთაისისა და ბათუმის მასშტაბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები