LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლო პროდუქტები ტვინის უკეთ მუშაობისთვის

150
Spices_Berry_Spoon_458208

ჰარვარდის პედაგოგმა ტვინის მუშაობისთვის სასარგებლო პროდუქტები დაასახელა.

კენკრა, კაკალი და სპეციები უნდა მიირთვათ ტვინის უკეთ მუშაობისთვის, განაცხადა ნუტრიციოლოგმა, ფსიქიატრმა, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მასწავლებელმა და წიგნის „ეს არის თქვენი ტვინი“-ს ავტორმა უმა ნაიდუმ.

მისი თქმით, აუცილებელია კენკრა – ლურჯი მოცვი, მოცვი, ჟოლო, მარწყვი. ნუტრიციოლოგი ასევე მოუწოდებს შეიძინოთ ცისარტყელას ყველა ფერის ხილი და ბოსტნეული – წითელი კომპოსტოდან ყვითელ ტკბილ წიწაკამდე.

გარდა ამისა, ნაიდუს სიაში შეაქვს ანტიოქსიდანტებიანი პროდუქტები, მაგალითად შავი შოკოლადი. შემდეგ მოდის ფრინველის ხორცი, კვერცხი, საქონლის ხორცი.

რეკომენდირებულია 50 გრამი კაკალი დღეში.

ომეგათი მდიდარია ასევე ორაგული, სკუმბრია, თინუსი, ბრიუსელის კომპოსტო, ტყის კაკალი.

ნაიდუ ასევე ასახელებს მსხალს, კეფირს, ავოკადოს, რძის პროდუქტებს.

დაბოლოს, ასკვნის ნუტრიციოლოგი, უკეთ ფიქრისთვის დაგეხმარებათ კურკუმა, შავი და წითელი პიმპილი, ზაფრანა, ორეგანო, როზმარინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები