LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოსთან დაკავებულებზე “ნაციონალური მოძრაობა” საერთაშორისო პარტნიორებს და ომბუდსმენს მიმართავს

92
ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობა საერთაშორისო პარტნიორებს და სახალხო დამცველს მიმართავს, დაინტერესდნენ 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განვითარებული მოვლენებითა და 16 ადამიანის დაკავებით.

პარტიაში აცხადებენ, რომ დაწყებულია სამართალდამცველების იდენტიფიცირება, რომლებიც აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და “აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ამ ადამიანების წინააღმდეგ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა”.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სასამართლოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, ჟურნალისტებს. ფაქტობრივად, ხელით შეეხნენ ოპერატორს, რომლის ჯანმრთელობას დაემუქრა საფრთხე.

“ვიხილეთ სასამართლოს ეზოს წინ განლაგებულ პოლიციელთა არმია, რომელიც კანონის დარღვევით, მოქალაქეებს შესაძლებლობას არ აძლევდა, რომ ყოფილიყვნენ სასამართლოს ეზოში. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს არანაირი პროტესტი ამის გამო არ გამოუთქვამთ.” – აცხადებს ხაბეიშვილი
მისი განცხადებით ამის შემდეგ დაიწყო სპეცრაზმელების პროვოკაცია.

“ესენი არ იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ესენი იყვნენ პოლიციის ფორმაში გადაცმული, სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ე.წ. რობოკოპები.”

მისი ინფორმაციით, გუშინდელ საპოლიციო ღონისძიებებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე ხელმძღვანელობდა.

“განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხარაზიშვილს, ზედმეტსახელად ხარება, რომელიც არის ზონდერ ჯგუფების ხელმძღვანელი და აქვს შპს “სარანგი” ვინმე ზვიად ჭოხონელიძესთან ერთად, რომელიც გახლდათ ბიძინა ივანაშვილის დაცვის წევრი. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ასეთი აგრესიული ჯგუფები არიან არა კეთილსინდისიერი თანამშრომლები, არამედ ხარაზიშვილის მიერ მოძიებული ჯგუფები, რომლებიც დასაქმებული ჰყავთ საკუთარ შპს-ებში და დამატებით ათასობით ლარს უხდის ოლიგარქი ამ ბინძური დავალებების შესრულებაში”, — განაცხადა ხაბეიშვილმა.

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 15 პირი დააკავა. ხოლო სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ თამლიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც გულისხმობს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები