LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოში ძალიან გავრცელებულია ნეპოტიზმი, რომელიც შეიძლება ითქვას, ახალი პრობლემაა: ნაზი ჯანეზაშვილი

70
ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, „სასამართლოში ძალიან გავრცელებულია ნეპოტიზმი, რომელიც იწყება აპარატის დონიდან და სასამართლოს მოსამართლეებზეც ვრცელდება“.

მაგალითად ჯანეზაშვილს, რევაზ ნადარაიას და თემურ გოგოხიას, ასევე ლევან თევზაძისა და ირაკლი შენგელიას ნათესაური კავშირები მოჰყავს, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არიან დასაქმებულები.

​ჯანეზაშვილის განმარტებით, „ხელისუფლების მხარდაჭერამ „კლანის“ გაძლიერება განაპირობა და ბოლო წლების განმავლობაში სასამართლოს ეფექტიანობისთვის არაფერი გაკეთებულა.

„მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში ძალიან გავრცელებულია ნეპოტიზმი, რომელიც შეიძლება ითქვას, ახალი პრობლემაა. ის გავრცელებულია დაწყებული აპარატის დონიდან და გაგრძელებული სასამართლოში მოსამართლეების დონეზეც კი.

თუნდაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჯერ იყო ერთი ადამიანი, წევრი რევაზ ნადარაია, ახლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიდის მისი ქვისლი, თემურ გოგოხია. ასევე, ლევან თევზაძე, რომელიც ირაკლი შენგელიას ნათესავია, ცოლის ძმაა, ისიც სავარაუდოდ უკვე ალბათ ხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

ანუ, სასამართლოში ძალიან ბევრი პრობლემაა. ხელისუფლების მხარდაჭერამ განაპირობა ის, რომ „კლანი” უფრო ძლიერია და მათი მხარდაჭერა უფრო მასშტაბურია.

თუმცა, ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი ძალა და ენერგია იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ სასამართლო მეტად დამოუკიდებელი და ეფექტიანი გახდეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში სასამართლოს ეფექტიანობისთვის არაფერი გაკეთებულა“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები