LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოს წინაშე ომის დანაშაულებისთვის კიდევ 48 რუსი ჯარისკაცი წარდგება: უკრაინის გენპროკურორი

85
ირინა ვენედიქტოვა

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, სასამართლოს წინაშე ომის დანაშაულებისთვის კიდევ 48 რუსი ჯარისკაცი წარდგება. მისი განმარტებით, დღევანდელი დღის მდგომარეობით დაახლოებით 13,000 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულს ეხება.

უკრაინის გენპროკურორის თქმით, მისი ქვეყნის ოფიციალურ პირებს დაახლოებით 600 ეჭვმიტანილის სია აქვთ, რომლებიც, სავარაუდოდ, ომის დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი.

„ჩვენ უკვე აღძრული გვაქვს 13000-მდე საქმე, რომელიც მხოლოდ ომის დანაშაულებს ეხება. ამ კატეგორიაში ეჭვები გამოიკვეთა დაახლოებით 49 პირზე, რომელთა წინააღმდეგაც, ომის დანაშაულების ჩადენის გამო, ჩვენ სამართლებრივი დევნა დავიწყეთ.

ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა უპირობოდ დაუბრუნდა ძალადობის სასტიკი ომის ტაქტიკას. სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები, საავადმყოფოების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საცხოვრებელი კორპუსების ჩათვლით, ფართოდ და სისტემატურად, განზრახ არის მიზანში ამოღებული”, – აღნიშნა ვენედიქტოვამ.

ვენედიქტოვას თქმით, რუსული ძალების მიერ დაფიქსირებული დარღვევები, რომელთა დოკუმენტირებაც მისმა გუნდმა მოაიდინა, წარმოადგენს „ენით აუწერელ მიზანმიმართულ სისასტიკესა და ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“.