LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენი, შორს არის კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისგან: ლევან ალაფიშვილი

155
Untitled-design-23

„დღეს სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენი, შორს არის კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისგან, ასევე შორს არის იგივე კონსტიტუციით გათვალისწინებული სასამართლოსა და პროკურატურის უფლებამოსილებების გამიჯვნის სტანდარტებთან, რომელიც ასევე ასახულია კანონმდებლობაში“,-ასე აფასებს იურისტი, ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმეზე.

როგორც მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, ის მიიჩნევს, რომ ამ საქმეში სასამართლომ ბრალის წაყენებასა და დევნაზე პროკურატურა ჩაანაცვლა, რაც კანონმდებლობასთან და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

მისი აზრით, ამ ვითარებაში სასამართლოს მიერ გამოტანილი ერთადერთი სწორი განაჩენი გამამართლებელი იქნებოდა. ის ყურადღებას ამახვილებს, რომ წინა სასამართლო სხდომაზე სასამართლომ სწორედ ფულის გათეთრების მუხლით მიიღო საქმე წარმოებაში.

„რეალურად დღევანდელი განაჩენით სასამართლომ ჩაანაცვლა პროკურატურა, იმ პირობებში და იმიტომ, რომ თვითონ პროკურატურა ამბობდა 2007-2008 წლის ქმედებებზე, რომ ვიცით, რომ ეს შეიძლება თაღლითობაა, ხანდაზმულობა რომ გასულია ესეც ვიცით, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, არ ვედავებით ამას, არ ვედავებით არც ერთსო. ასე წავიდა ეს საქმე სასამართლოში.

წინასასამართლო სხდომაზე, პროკურატურის პოზიცია და დოკუმენტები სასამართლოს ხელთ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იმ ეტაპზე სასამართლომ ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით ჩათვალა, რომ ამ სამ ადამიანს შესაძლოა ჩადენილი ჰქონოდა სწორედ ფულის გათეთრება და არა თაღლითობა იმ ეტაპზე“, – განაცხადა ალაფიშვილმა.

მისი აზრით, ამ ვითარებაში სასამართლოს მიერ გამოტანილი ერთადერთი სწორი განაჩენი გამამართლებელი იქნებოდა. ის ყურადღებას ამახვილებს, რომ წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ სწორედ ფულის გათეთრების მუხლით მიიღო საქმე წარმოებაში.

„წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ გამამამართლებელი განაჩენი. სხვა შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ, რომ პროკურატურა არ ედავება არაფერს ადამიანს და სასამართლო შეედავა. თან შეედავა, განაჩენი რომ გამოაცხადა იმ ეტაპზე. აქ მეორე დარღვევა გვაქვს სახეზე კონსტიტუციის, სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებში. კერძოს ის, რომ თითოეული ადამიანი გარანტირებულია უფლებით იცოდეს რას ედავებიან.

ამ შემთხვევაში მივიღეთ, რომ პროკურატურა არ ედავებოდა. თაღლითობა ნახსენებიც კი არ ყოფილა. სასამართლო შეედავა და წაუყენა კიდეც, დამნაშავედ ცნო იმ ქმედებაში, რომელსაც პროკურატურა არ ედავებოდა..

ეს ძალიან სახიფათო  პრეცედენტი შეიძლება გახდეს იმიტომ, რომ სხვა შემთხვევებშიც, თუკი კონკრეტული ინტერესი გაჩნდა, პროკურატურას ექნება საშუალება, რამდენიმე წლის წინ ჩადენილ ქმედებაზე, რომელზეც ყოველგვარი ვადები გასულია და რომელშიც თვითონაც დარწმუნებულია, რომ განაჩენი ვერ დადგება, მიაწებოს ე.წ. მორიგე მუხლი, რომლის ვადა გასული არ არის, საქმე წაიღოს სასამართლოში და მართლმსაჯულების ორგანოს ვადაგასულ დანაშაულზე გააფორმებინოს გამამტყუნებელი განაჩენი.

სამომავლოდ, ეს პრეცედენტი თუ ასე დარჩა, ეს კანონით გარანტირებული კონსტიტუციით დაცული ხანდაზმულობაზე უფლება, ფიქციად შეიძლება იქცეს“, – აცხადებს ალაფიშვილი.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელიც. ხაზარაძემ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას სასამართლოს “ერთი კაცის მართლმსაჯულება” უწოდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს პროკურატურაც. უწყების განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში.

ამავე თემაზე:

ბადრი ჯაფარიძის პირველი კომენტარი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, სიმართლეს მივიყვანთ ბოლომდე

მამუკა ხაზარაძე: ეს არის ნონსენსი. ეს არის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც, თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა მოვახდინოთ

გიგი უგულავა: ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო – არც მწვადი დაწვეს და არც შამფური

გადაწყვეტილება არის აბსურდული… თუმცა შედეგი მაინც სასიხარულოა – გია ხუხაშვილი

ვეღარ გაბედეს დაჭერა ბიჭებმა – გრიგოლია ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელის განაჩენზე