LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ქალს სწრაფი კვების ობიექტში მუშაობა მიუსაჯა

120
Screenshot 2023-12-15 101740

აშშ-ში ქალი სასამართლოში რესტორნის თანამშრომელზე თავდასხმის გამო მოხვდა და სასჯელის სახით მალევე მის ადგილზე აღმოჩნდა. უჩვეულო პროცესის შესახებ BBC Radio წერს.

გასული სექტემბრის თვეში 39 წლის როზმარი ჰეინი ფასტ-ფუდ რესტორნის ქსელში Chipotle-ში მივიდა და ბურიტო შეუკვეთა. თუმცა, შედეგი არ მოეწონა და კერძის შეცვლა მოითხოვა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მენეჯერს უყვირა და ცხელი კერძით სავსე კონტეინერი სახეში ესროლა. ინციდენტი ვიდეოში მოხვდა და კადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.

ერთი თვის შემდეგ დაზარალებულმა მენეჯერმა რესტორანი დატოვა და ფსიქოლოგიური ტრავმის გამო სასამართლოში იჩივლა. ჰეინმა დანაშაული აღიარა და ბოდიშიც მოიხადა, თუმცა ირწმუნებოდა რომ რესტორანი მის წინაშე მაინც დამნაშავე იყო. შედეგად მოსამართლემ ქალს 180 დღით პატიმრობა მიუსაჯა, ამ ვადის შესამცირებლად კი სწრაფი კვების ობიექტში 2 თვის განმავლობაში მუშაობა შესთავაზა. ქალი წინადადებას დათანხმდა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მოეწონა დაზარალებულ მხარესაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები