LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

123

თბილისის საქალაქო სასამართლომ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის, სარჩელი არ დააკმაყოფილა და თიანეთში მერის არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა.

ქიტესაშვილი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და თიანეთში მერის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა.

ლელა ქიტესაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ამ დროისთვის არჩევნების შედეგებით, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები