LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ აფგან მუხთარლის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

38

აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო apa იუწყება.

პროკურორი აფგან მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისიდან გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. (როგორც ამბობენ მოიტაცეს) მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალად ედება აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და კონტრაბანდა.

ადგილობრივი სააგენტო წერს, რომ მუხთარლი საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავების დროს, ჟურნალისტმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა. შემოწმების დროს, მათი მტკიცებით აფგან მუხთარლის დიდი ოდენობით ფული აღმოაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები