სასამართლო სხდომა, რომელზეც ზურაბ ზვიადაურის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა 19 აგვისტოს უნდა გამართულიყო, ამ წუთებში იმართება.
პროცესის დღეს ჩატარება ადვოკატებმა მოითხოვეს. მიზეზი ისაა, რომ ზურაბ ზვიადაურმა ძმის დაკრძალვაზე დასწრება შეძლოს.
ადგილზე იმყოფება ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. ადვოკატის ინფორმაციით, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურს თავდებში ჩაუდგება.
ადვოკატები დაპატიმრების ნაცვლად, გირაოს მოითხოვენ.