LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო ილია ჯიშკარიანის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

176
ილია ჯიშკარიანი

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. მას ისნის რაიონის საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებს.

ორივე მხარის ადვოკატები მათ სასარგებლო განაჩენს ელიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

“დიახ, სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდა… ორწელიწადნახევარია ველოდები ამ განაჩენს…” – თამთა თოდაძე საკრებულოს ყოფილ დეპუტატზე

სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის, ეს ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს: თოდაძე ჯიშკარიანზე

თქვენ რომ რამე დაგაბრალონ, აღიარებთ? – ილია ჯიშკარიანი ჟურნალისტებს

“მას ჰქონდა დრო, მოეფიქრებინა ვერსია, როგორ დაებრალებინა ილია ჯიშკარიანისთვის დანაშაული” – მარიამ კუბლაშვილი

ველოდი მეორე დღეს მოვიდოდა და ბოდიშს მომიხდიდა-ილია ჯიშკარიანი თამთა თოდაძეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები