LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო გადაწყვეტილება ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, ვფიქრობ, მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება: ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე

87
ნინო ლომჯარია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ „სასამართლო გადაწყვეტილება ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, რადგან ფიქრობს, რომ მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება“.

მისივე თქმით, ბავშვების ინდივიდუალური შეფასებით, სოციალურმა აგენტებმა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ამაში პანსიონის ადმინისტრაცია არ უნდა ჩაერიოს. ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი პანსიონში მონიტორინგის განხორციელებას გეგმავს.

„მიმაჩნია, რომ სწორედ სოციალურმა აგენტებმა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ბავშვების ინდივიდუალური შეფასებით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამაში პანსიონის ადმინისტრაცია არ უნდა ჩაერიოს. ჩვენი პოზიცია თანმიმდევრულია, ვფიქრობთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დღემდე პანსიონში არიან ბავშვები, რომელთაც შშმ სტატუსი არ აქვთ, უბრალოდ, იმის გამო, რომ მათ ვერ, ან არ მიანიჭეს შშმ სტატუსი. ამიტომ ვფიქრობ, მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება. ჩვენ ვაპირებთ მონიტორინგს. ვნახოთ სოციალური მუშაკები რამდენად ახორციელებენ დაუბრკოლებლად, ამ ბავშვების საჭიროებების განხორციელებას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.