LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო დავის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია – რა განცხადებას ავრცელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გუგა გოგაძეზე

61
Untitled design (59)

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო  თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოებას განუმარტოს, რომ ა/ო სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ერთ-ერთი სასამართლო დავის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და ის საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას უნდა ისახავდეს მიზნად. – აღნიშნულია განცხადებაში რომელსაც უწყება ავრცელებს.

სასამართლო დავა კულტურის სექტორიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოიგო – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

„უკვე თითქოს ტენდენციად იქცა სხვადასხვა პირის მიერ კულტურის სამინისტროს ან მისი სსიპ-ების წინააღმდეგ წარმოებული წაგებული სასამართლო დავების მოგებულად გამოცხადება. ამასთან, როგორც წესი, სხვადასხვა ორგანიზაციებს, ყურადღების მისაპყრობად ან/და საკუთარი რეიტინგის გასაზრდელად, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისას პირველ ადგილზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის გვარი გამოაქვთ, რათა მათ მიერ გამოქვეყნებული არაზუსტი ან ყალბი

ინფორმაციის გაცნობისაკენ უბიძგონ მკითხველს. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას: ა/ო სოციალური სამართლიანობის ცენტრის

მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის იანვრის ბრძანება სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, გუგა გოგაძის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

მოცემული ინფორმაცია ყალბია.

პირიქით, სასამართლომ, როგორც პირველ, ისე სააპელაციო ინსტანციაში, უარი უთხრა მოქ. გუგა გოგაძეს სამსახურში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე.

სინამდვილეში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააგენტოს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან – 15 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ასევე, მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გოგაძის მოთხოვნა კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ, გუგა გოგაძე ითხოვდა სააგენტოსთვის

კომპენსაციის დაკისრებას 28 800 ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით სააგენტოს გოგაძის სასარგებლოდ მხოლოდ 3 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

შესაბამისად, მოქ. გუგა გოგაძის მიერ, ა/ო სოციალური სამართლიანობის ცენტრის დახმარებით სასამართლო დავის მოგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მეტწილად არასწორია“. – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გოგაძე ერთ-ერთია იმ ათობით ადამიანს შორის, რომლებიც 2022 წლის დასაწყისში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში სამსახურიდან გაათავისუფლეს – მათი ნაწილი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის სასამართლოში წავიდა.

სააგენტოს გარდა, რეორგანიზაცია თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჩატარდა ეროვნულ მუზეუმშიც, საიდანაც სხვადასხვა დროს 70-მდე ადამიანია გათავისუფლებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები