LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასადილო–ორხევი–ხევსურთსოფელის საავტომობილო გზის შეკეთება 2 მლნ-მდე დაჯდა

233

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სასადილო–ორხევი–ხევსურთსოფელის საავტომობილო გზის 7 კმ–იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაასრულა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ  დოლაურებში იწყება და ხევსურთსოფელში მთავრდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული მონაკვეთი ამორტიზებული იყო და ვერ უზრუნველყოფდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

პერიოდული შეკეთების პროექტის ფარგლებში, მთლიანად აღდგა ასფალტ–ბეტონის საფარი, შეკეთდა ხელოვნური ნაგებობები;  მოეწყო ბეტონის კიუვეტები, გზის გვერდულები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნი და საგზაო  ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 980 400 ლარი შეადგინა.

შეკეთებული საავტომობილო მონაკვეთი დღეს, საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარის მოადგილემ  გივი ჩოჩიამ მოინახულა.