LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარჯველაძე: მეეჭვება, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარდაჭერის პერსპექტივა ჰქონდეთ, მოსალოდნელია, რომ პროცედურით ახალი კონკურსი ჩატარდება

72
უსათაურო დიზაინი

„პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი არც ერთი კანდიდატი არ არის უკეთესი, ვიდრე გიორგი კალანდარიშვილი“, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

როგორც მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, მოსალოდნელია, პროცედურით ახალი კონკურსი ჩატარდეს:

„პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი არც ერთი კანდიდატი არ არის უკეთესი, ვიდრე გიორგი კალანდარიშვილი. პრეზიდენტის მხრიდან მისი კანდიდატურის არწარმოდგენა დაჰბრალდა პოლარიზების შემცირების სურვილს, წინა კენჭისყრაზე სათანადო ხმების მოუპოვლებლობას და ა.შ. ასეთი არგუმენტაციის პირობებში მეეჭვება, რომ ამ ორ კანდიდატს მხარდაჭერის რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს.

გაუგებარი კომპრომისისთვის უკეთესთან შედარებით უარესი კანდიდატურის წარმოდგენა არ გაამართლებს იმას, რომ ასეთ ლოგიკას დავყვეთ და ავირჩიოთ უარესი კანდიდატურა, ვიდრე უკეთესი. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ წარმოდგენილ კანდიდატებს მხარდაჭერა არ ექნებათ და პროცედურით ახალი კონკურსი ჩატარდება. რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას, ამ მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობს და არ მგონია, მომავალში იგეგმებოდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხთან.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები 5 აგვისტოს წარუდგინა.

საკანონმდებლო ორგანოს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარედგინა, კანდიდატებს შორის არ არის ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები