LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

113
ოქრო (3)

მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთეს. კერძოდ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების ნ.დ.-ს, ი.კ.-სა და რ.ი.-ს სხეულის რენტგენო-სკანერით დათვალიერების შედეგად, 1 384 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საქონლის ჯამურმა საბაჟო ღირებულებამ 131 120,39 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები