LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარფში ჩამოწოლილმა მეწყერმა გზა 7 საათით ჩაკეტა

37

ბათუმი-სარფის ცენტრალური მაგისტრალის სარფის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასისგან გზის გასაწმენდად სპეცტექნიკა და შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

როგორც საგზაო დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელი ზურაბ სიხარულიძე აცხადებს, მეწყერი 02:30 საათზე ჩამოწვა და გზის გახსნა დილით 09:30 საათზე მოხერხდა. მისივე თქმით, ცენტრალური მაგისტრალი 7 საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი, თუმცა მსუბუქი ავტომობილები გადაადგილებას სოფელ გონიოს შემოვლითი გზით ახერხებდნენ.

ცენტრალურ მაგისტრალზე ტრაილერების გადაადგილება შეზღუდული იყო, ამ დროისთვის ეს შეზღუდვა უკვე მოხსნილია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები