LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარფში არადეკლარირებული ვერცხლის ზოდების, ოქროს ნაკეთობების და ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

112
დ (19)

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის მ.უ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 6 კილოგრამი ვერცხლის ზოდები, ასევე ოქროს მონეტები/ოქროს ნაკეთობები ( საერთო წონით 6 261 გრამი), ცეცხლსასროლი იარაღი 2 ცალი მჭიდით და 113 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული საქონელი  ავტომობილის საბარგულში მალულად ჰქონდა განთავსებული.

უწყების ცნობით, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 47 090 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.