სარფში, 19 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევა 10 აგვისტოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს მკვიდრია.
გარდაცვლილის ცხედარი, მაშველებმა ზღვიდან უკვე ამოიყვანეს.