სარფი-ტრაპზონის მაგისტრალზე სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა მოძრაობის დროებითი შეზღუდვა მოხსნილია.
შსს-ს ცნობით, საზღვარზე გადაადგილება ორმხრივად აღდგენილია.
სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის მხარეს, მეწყრის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ამის გამო სარფი-ტრაპზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი ჩაკეტილი იყო.