LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარფის სასაზღვრო პუნქტზე საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის უარის თქმის შემთხვევები გახშირდა: ტრაპიზონში რუსეთის საკონსულო

126
სარფის გამშვები საბაჟო

„სარფის სასაზღვრო პუნქტზე საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის უარის თქმის შემთხვევები გახშირდა“, – ამის შესახებ განცხადებას ტრაპიზონში რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულოს საელჩო ავრცელებს.

„რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ, არიან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მცხოვრებლები, ყირიმის რესპუბლიკის მცხოვრებლები, დონეკცისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ასევე მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები.

ქართველი მესაზღვრეების უარი, როგორც წესი, არაფრით არ არის დასაბუთებული და არ ხდება უარის მიზეზების განმარტება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ საქართველოსა და თურქეთის გავლით მოგზაურობის დაგეგმვისას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები