თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს მოსახლეობა აპროტესტებს. ამ წუთებში სარფში ის ადამიანები არიან შეკრებილი, რომლებიც ყოველდღიურად თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლომდებარე ქალაქებში მუშაობენ.
მათი განცხადებით, ახალი რეგულაციის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის 90-დღიანი ვადის გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე ვეღარ შევლენ. მოქალაქეების თქმით, შეზღუდვა უმუშევრობას იწვევს და შემოსავლის გარეშე რჩებიან.
მოქალაქეების დაშლას სამართალდამცავები ცდილობენ.